ტრენინგების ციკლი მენტორი ადვოკატებისთვის

12 დეკემბერი 2018

ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მენტორ ადვოკატთა ტრენინგების ციკლს.

 

ტრენინგები მენტორის უნარ-ჩვევებში უკვე ჩატარდა თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება როგორც ასოციაციის თბილისის, ასევე რეგიონულ ცენტრებში.

 

“ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2019 წლის 01 იანრიდან, ადვოკატი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის ერთ წლიანი პროგრამა, რომელიც შედგება სამ თვიანი თეორიული ნაწილისა და მენტორ ადვოკატთან ცხრა თვიანი სტაჟირებისგან. სწორედ ცხრა თვიანი სტაჟირების პროცესის მაღალი სტანდარტითა და ერთიანი მიდგომებით განხორციელების მიზნით, მენტორი ადვოკატები გადიან სპეციალურ ტრენინგს სტაჟირების პროცესის წარმართვის საკითებთან დაკავშირებით.

 

დღეის მდგომარეობით, მენტორობის მსურველთა ბაზაში დარეგისტრირდა 274 ადვოკატი. 2019 წლის თებერვლიდან ადვოკატთა ასოციაცია გააგრძელებს იმ ადვოკატების განაცხადების მიღებას, ვისაც სურს ადვოკატთა ასოციაციის მენტორთა ბაზაში დარეგისტრირება. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი